პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. მოქმედი კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ისკო დასენმა განაცხადა, კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა, აღნიშნული უფრო ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს“, – განაცხადა ისკო დასენმა.
შესაბამისად, კანონის პროექტით თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ისკო დასენი.
21 ოქტომბერს პარლამენტმა, ამ კანონპროექტის მოსმენის ვადა 30 დღით გაახანგრძლივა.
“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…